ვაშლიჯვარში მოსახლეობა მეწყერთან დაკავშირებით აქციას მართავს

დღეს, 28 მარტს, მოსახლეობა ვაშლიჯვარში, ნანტის სკვერში, ჯვართამაღლების ეკლესიასთან, მეწყერთან დაკავშირებით აქციას მართავს.

როგორც აქციის ორგანიზატორები ფეისბუკზე წერენ, აქციის მიზანია, “კიდევ ერთხელ, ერთად და ხმამაღლა გავაჟღეროთ მოსახლეობის მოთხოვნები და თბილისის მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს მოვუწოდოთ მეწყრული პროცესის მართვის გამჭვირვალობისკენ და მოსახლეობის ჩართულობისკენ”.

აქციის მონაწილეები ითხოვენ:

ადგილობრივმა მოსახლეობამ შექმნა პეტიციაც, რომელზეც ხელმოწერა ყველას შეუძლია.


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა, რას გაანადგურებს მასა.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ გერმანელი ექსპერტები, რომლებმაც აღნიშნული მეწყერი უნდა შეისწავლონ. ისინი ქვეყანაში თბილისის მერიამ ჩამოიყვანა.