კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდა. ის პოლიტიკურ პარტიებს შორის მედიაციის პროცესში მეორედ ჩაერთვება.

დანიელსონმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მედიასთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოში 3 დღეს გაატარებს.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში თავდაპირველად 12 მარტს ჩამოვიდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციის ფარგლებში, დანიელსონმა არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”.

17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.

22 მარტს ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდებოდა და განაგრძობდა მედიაციის პროცესს.