ახალი ამბები

“დედამიწის საათი”: სახელმწიფო უწყებების განათებები 1 საათით გამოირთო

27 მარტი, 2021 •
“დედამიწის საათი”: სახელმწიფო უწყებების განათებები 1 საათით გამოირთო

საქართველოს სახელმწიფო უწყებების შენობათა ნაწილის განათება 27 მარტს, 1 საათით გამოირთო. ამ ფორმით ისინი შეუერთდნენ გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – “დედამიწის საათი”.

აქციის ფარგლებში, 20:30 საათზე ელექტროენერგია გამორთეს საქართველოს პარლამენტში, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში.

“დედამიწის საათი” გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც ადამიანები ერთი საათით უარს ამბობენ ელექტროენერგიის გამოყენებაზე. კამპანია 2007 წელს, ავსტრალიაში დაიწყო, რის შემდეგაც ის მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

აქციის ფარგლებში ითიშება ისეთი ცნობილი ღირსშესანიშანობების განათებებიც, როგორებიცაა ეიფელის კოშკი, ბიგ-ბენი, სიდნეის ოპერა, რომის კოლიზეუმი და სხვ.

მასალების გადაბეჭდვის წესი