ბაკურიანში ავტომობილი აფეთქდა

ბაკურიანში  ავტომობილი ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით აფეთქდა. აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი პირი.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმე აღძრულია სსკ 229-ე მუხლით, რომელიც აფეთქების შედეგად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.