ჭავჭავაძეზე მუშა მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და დაიღუპა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მუშა მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა თბილისში გუშინ, 25 მარტს მოხდა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტელეკომპანია “რუსთვი 2-ის” ინფორმაციით, დაღუპული მე-40 სართულიდან გადმოვარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შრომის ინსპექციასაც. უწყებიდან პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.