ახალი ამბები

გაკეთდება დროებითი წინაღობა – მერია ვაშლიჯვრის მეწყერზე

25 მარტი, 2021 • 1324
გაკეთდება დროებითი წინაღობა – მერია ვაშლიჯვრის მეწყერზე

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ვაშლიჯვარში მეწყრის შეჩერებაზე გეგმა უკვე შემუშავდა. მისი თქმით, დროებით გაკეთდება წინაღობა, რათა შემდეგ შემაკავებელი ღონისძიებებიც გატარდეს.

დღეს გეოლოგები და მერიის წარმომადგენლები ვაშლიჯვრის მეწყერზე დილიდან იმყოფებიან, მათ შორის, არიან გერმანელი ექსპერტები და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წევრები. ისინი ამბობენ, რომ არსებულ ვითარებაზე მოგვიანებით გააკეთებენ ვრცელ განმარტებას.

ესეც სეისმური სადგური მეწყრის ტანზე, სხეულის მოძრაობის მონიტორინგისათვის. ზოგ გეოლოგს:) მეწყრის მონიტორინგი გეოლოგის საქმე რომ ჰგონია მხოლოდ :)

Posted by Tea Godoladze on Thursday, 25 March 2021

რაც შეეხება მერიას, ირაკლი ბენდელიანმა დღეს ადგილზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მეწყერთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები უკვე არსებობს.

„ძირითადი დანიშნულება იქნება ის, რომ გარკვეულწილად შევამციროთ აქტიური მეწყერი, რომელიც მოძრაობაშია – მისი გადაადგილება. ვინაიდან გაკეთდება დროებითი წინაღობა, ამის შემდეგ უკვე მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელები დამეწყრილ ადგილზე, შემდეგ მოხდება მიწის გარკვეული მასების მოჭრა და გატანა, ტერასული ტიპის სამუშაოები და მნიშვნელოვანია, რომ აქ უნდა მოხდეს ე.წ. დაანკერების პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ მცოცავი ფერდი, რაც არის, მისი შეჩერება მოხდეს ანკერული [გამაგრების] პრინციპით. უახლოეს დღეებში დავიწყებთ მაგ სამუშაოებს, ხოლო თვითონ მთლიანი ღონისძიების დამთავრებას რა დრო დასჭირდება, ამის თქმა ახლა არასეიროუზლია“ ,- აცხადებს ის.


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მასა.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

მეწყრის შესასწავლად საქართველოში გერმანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ — კლაუს კაილიგი და პეტერ ნიუმანი — გერმანული კომპანია „სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს“ წარმომადგენლები არიან.  ისინი აცხადებენ, რომ სახეზეა მეწყრის ინიცირების ეტაპი და აუცილებელია ზომების მიღება.

მეწყერს სახელმწიფოს გარდა სწავლობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, მეწყერი ყოველდღიურად დაახლოებით 5 სანტიმეტრით მოძრაობს, ნალექიანი ამინდი კი არსებული ვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია.

“ყოველდღიურად 5 სმ-თი გადაადგილდება“ | მეწყერი ვაშლიჯვარში

მასალების გადაბეჭდვის წესი