25 მარტი: კორონავირუსის 399 შემთხვევა გამოვლინდა, 10 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები 25 638 ჩატარებული ტესტის საფუძველზე გამოვლინდა, რომელთაგან 15 093 ანტიგენის, ხოლო 10 545 PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.58 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.92%. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 279 027-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 732 პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 991-ია.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: