წინასწარი მონაცემებით, ისრაელში ნეთანიაჰუს კოალიცია მარცხდება

გუშინ, 23 მარტს, ისრაელში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მე-4 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ადგილობრივი გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ხმათა 87% [თბილისის დროით 11:00 საათი].

წინასწარი მონაცემებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი პარტიათა ბლოკი და მათი მოკავშირე პარტია “იამინა” 120-ადგილიან ქნესეთში 59 ადგილს აგროვებენ. პარლამენტში შედის ისრაელ-არაბული გაერთიანებული პარტია “რა’ამი”. “რა’ამის” შესვლა ცვლის მომავალი მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას.

ბენიამინ ნეთანიაჰუ საკუთარ მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, რომ შეუერთდნენ მის კოალიციას, რათა ერთად ჩამოაყალიბონ მთავრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი, მე-5 საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს.


ისრაელში ხმების დათვლა გრძელდება. თავდაპირველად, წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს მომხრე კოალიცია დამოუკიდებლად ახერხებდა ქნესეთის უმრავლესობის მოპოვებას.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე კოალიცია ერთმანეთისგან იდეოლოგიურად განსხვავებული პოლიტიკური პარტიებისგან შედგება.