პაშა ბანკმა კრწანისის ტყე-პარკში ხეების დარგვისა და დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

პაშა ბანკმა 21 მარტს, ტყეების საერთაშორისო დღეს, მონაწილეობა მიიღო CENN-ის მიერ ორგანიზებულ ხეების დარგვისა და დასუფთავების აქციაში, რომელიც კრწანისის ტყე-პარკში გაიმართა. ღონისძიებას მხარს უჭერდა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღეა, რომლიც 2012 წლიდან აღინიშნება ტყეების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. წლევანდელი თემა იყო ტყეების აღდგენა – გზა კეთილდღეობისაკენ. ამ დღის აღსანიშნავად, CENN-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად კრწანისის ტყეპარკში ნერგები დარგო და „ნაშვილები“ ტერიტორიები დაასუფთავა.

პაშა ბანკმა 2 ჰექტრის ფართობის „ნაშვილები“ ტერიტორიის სუფთად შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა 2018 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღეს აიღო, როცა ბანკი, ორგანიზაცია CENN-ის მიერ ინიცირებულ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას – „გარემოს გულისთვის” შეუერთდა. აღნიშნული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს წინასწარ „ნაშვილები“ ტერიტორიის პერიოდულად დასუფთავებას.

„პაშა ბანკის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზაცია CENN-ს აღნიშნული ინიციატივისთვის. ისინი ზოგადად, გამოირჩევიან გარემოსდაცვითი პროექტებით და ჩვენც სიხარულით ვუერთდებით ხოლმე, რადგან ეს მიმართულება ჩვენი კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებთან ხშირად მოდის თანხვედრაში. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ბევრ სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ ერთად ჩვენი გარემოსთვის“. – ანანო ქორქია, პაშა ბანკის მარკეტინგის და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.

პაშა ბანკი უკვე მეხუთე წელია პარტნიორების და თანამშრომლების სახელით, სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით აქტივობებს ახორციელებს.

პაშა ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები:

[checklist]

[/checklist]