ახალი ამბები

დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება – შარლ მიშელი

22 მარტი, 2021 • 959
დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მისი სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ მიშელმა საკუთარი Twitter-ზე დაწერა.

“შევაჯამე საქართველოში მედიაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ აუცილებელი კომპრომისების დროა. მედიაციის გასაგრძელებლად წარმომადგენელი უკან დაბრუნდება”, – წერს მიშელი.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის ევროპული საბჭორს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში მან არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”. 17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი