ახალი ამბები

სუჯაშვილი რუსი ჯარისკაცის ფოტოთი მილოცვის გამო ბოდიშს იხდის

22 მარტი, 2021 •
სუჯაშვილი რუსი ჯარისკაცის ფოტოთი მილოცვის გამო ბოდიშს იხდის

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი ბოდიშს იხდის მესაზღვრის დღეს რუსი ჯარისკაცის ფოტოს გავრცელების გამო.

“მეგობრებო, საიდუმლო არაა, რომ facebook -ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ, თუმცა თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა გამოქვეყნებულ მასალაზე და მათ შინაარსზე. გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელ საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის.

სამწუხაროდ, უკვე დაიწყო თემით სპეკულირება. რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერი, ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო”,  – ნათქვამია სუჯაშვილის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

ტვ პირველთან საუბარში სუჯაშვილმა ახსნა, რომ იმის გამო,  საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ შეცდომას ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, პოსტი წაშალა.

“ძალიან ცუდი გამოხმაურება დაიწყო და ეს გასაგებიცაა, ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას”, – განაცხადა მან ტვ პირველთან.


21 მარტს დავით სუჯაშვილმა, როგორც თავად წერდა, ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა, თუმცა მისალოცი ტექსტი რუსი მესაზღვრის ფოტოთი გაავრცელა. ‘

მომხდარის გამო ტელეკომპანია პირველის ეთერში 2008 წლის ვეტერანთა ნაწილმა მისი გადადგომა მოითხოვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი