აზერბაიჯანში 40 წელს ზემოთ მყოფი პირების ვაქცინაცია დაიწყო

აზერბაიჯანში 40 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო.

მოქალაქეებს, რომელთაც ვაქცინის მიღება სურთ, სახელმწიფო პორტალზე [randevu.its.gov.az] უნდა დარეგისტრირდნენ.

აზერბაიჯანი ჩინური წარმოების სინოვაკის ვაქცინას იყენებს.

ქვეყანაში ვაქცინაცია 18 იანვარს დაიწყო. თავდაპირველად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები აიცრნენ. მოგვიანებით კი დაიწყო ასკობრივი ჯგუფების ვაქცინაციაც.

21 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში 482,664-მა ადამიანმა უკვე მიიღო ვაქცინა.