ახალი ამბები

ვაშლიჯვარში მეწყრის გამო ევაკუაცია არ იგეგმება — მერია

18 მარტი, 2021 •
ვაშლიჯვარში მეწყრის გამო ევაკუაცია არ იგეგმება — მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მეწყრის გამო მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან (ვაშლიჯვარში) მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება, სიცრუეა.

„შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ხოლო მომავალი კვირიდან კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. კვლევისა და მონიტორინგის თითოეულ ეტაპზე საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება სრული ინფორმაცია.

უახლოეს დღეებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად აღდგეს ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა და გადაადგილება იყოს უსაფრთხო,“ — ნათქვამია მერიის განცხადებაში.


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის დირექტორი, გეოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწა. თუმცა, ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მიწის მასა.

დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მიწა, შეკავება შეუძლებელია — თეა გოდოლაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი