ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დღეს ჩაინიშნა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა ჩაინიშნა.

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში დღეს, 17 მარტს, 16:00 საათზე დაიწყება.

კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგში 12 მარტიდან ჩაერთო. მან არაერთი შეხვედრა გამართა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე, თუმცა ერთობლივი შეხვედრა ამ დრომდე არ გამართულა.