ახალი ამბები

ელექტროენერგია თურქეთთან დამაკავშირებელი ხაზის გამორთვის გამო შეწყდა — სახელმწიფო ელექტროსისტემა

17 მარტი, 2021 •
ელექტროენერგია თურქეთთან დამაკავშირებელი ხაზის გამორთვის გამო შეწყდა — სახელმწიფო ელექტროსისტემა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, ქვეყნის ნაწილში ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზის, “მესხეთის” გამორთვაა.

“საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის, „მესხეთის“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს.

ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო”, — აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მასშტაბით, არაერთ დასახლებულ პუნქტში, მათ შორის დიდ ქალაქებში, ელექტროენერგიის მიწოდება დღეს, 00:00 საათის შემდეგ შეწყდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი