20 და 21 მარტს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რკინიგზა დამატებით რეისს ნიშნავს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 20 და 21 მარტს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს.

დამატებითი მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გავა შაბათს დილით, ხოლო უკან თბილისის მიმართულებით დაბრუნდება კვირას. მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.