ბრიუსელში ღარიბაშვილსა და მიშელს შორის შეხვედრა იმართება

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება. სამთავრობო დელეგაცია, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა. ღარიბაშვილი ხვალ, 16 მარტს, დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. გარდა პრემიერ-მინისტრისა, ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე. საქართველო-ევროკავშირის … ვრცლად ბრიუსელში ღარიბაშვილსა და მიშელს შორის შეხვედრა იმართება