ბრიუსელში ღარიბაშვილსა და მიშელს შორის შეხვედრა იმართება

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება.

სამთავრობო დელეგაცია, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

ღარიბაშვილი ხვალ, 16 მარტს, დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

გარდა პრემიერ-მინისტრისა, ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.


საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომა ყოველწლიურად იმართება. 2021 წლის სხდომას წინ უძღოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში, რომლის განცხადებითაც, ქვეყანაში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად მხარეების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სხდომის დროს შეაფასებდნენ.