ტიკარაძეს აინტერესებს, საჭირო გახდება თუ არა, ჩინური ვაქცინაც გაიკეთოს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მზადყოფნას გამოთქვამს, უახლოეს პერიოდში საჯაროდ აიცრას “ასტრაზენეკას” ვაქცინით. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის მინისტრი დღეს საჯაროდ არ აცრილა კორონავირუსზე, “ასტრაზენეკას” ვაქცინასთან დაკავშირებულ ეჭვებს არ უკავშირდება.

“ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადოებაში ამდენად დიდ კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, რომ უახლოეს პერიოდში გავიკეთო აცრა. თუმცა საინტერესოა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში შემოვა სხვა ვაქცინები, რომლებთან დაკავშირებით ასევე შეიძლება არსებობდეს კითხვები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, გახდება თუ არა აუცილებელი, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ან ნებისმიერმა სხვა საჯარო პირმა ისევ და ისევ საჯაროდ გაიკეთოს ის აცრაც?! ვინაიდან, მოგეხსენებათ, აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა. ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესოა”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღეისთვის კორონავირუსის აცრაზე დარეგისტრირებულია 3 500-მდე მედპერსონალი, აცრილია 500.

“საქართველო არ არის გამონაკლისი, სხვა ქვეყნებსაც აქვს პრობლემები ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კითხვები არსებობს, ასევე, არსებობს ანტივაქსერული კამპანია, უკვე 81 მილიონამდე ადამიანი არის დაფიქსირებული [მსოფლიოში]. ეს პროცესი რომ რთული იქნებოდა, ამისთვის მზაობა გვქონდა, საკმაოდ გათვიცნობიერებული და დარწმუნებული ვარ, ეტაპობრივად როგორც მზაობა, ასევე, სანდოობა ნებისმიერი ვაქცინის მიმართ გაიზრდება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველ რიგში ექიმების აცრა მათზე ზრუნვით არის განპირობებული.

“ეს არის სოლიდარობის გამოხატვა, როდესაც ჩვენს საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს და ვაძლევთ საშუალებას, ისინი აიცრან. დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სწორად და შეუფერხებლად წარიმართება ვაქცინაციის პროცესი”, – დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღეს საქართველოში “ასტრაზაენეკას” წარმოებული კორონავირუსის ვაქცინით აცრა დაიწყო. პირველ აცრილებს შორის არიან NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები — მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე და სხვა ექიმები, თუმცა ჯერჯერობით არ აცრილა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა იმ ჯგუფების მიხედვით, ვინც თავდაპირველად უნდა აიცრას, ასე იყოფა: