“იმედი”, GDS და “მაესტრო ვერ მაუწყებლობენ

ტელეკომპანია ‘იმედი”, მაესტრო და GDS ამ დროისთვის (20:58) ვერ მაუწყებლობენ. როგორც იმედის წარმომადგენელი და ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე წერს, სერვერები დაუდგენელი მიზეზით გამოვიდა მწყობრიდან.

“სამწუხაროდ, ტელეკომპანია ,, იმედი” და ,,იმედის” ჰოლდინგში შემავალი ,,მაესტრო” და GDS ჯერჯერობით ვერ ახერხებენ მაუწყებლობის განახლებას. სერვერები დაუდგენელი მიზეზით გამოვიდა მწყობრიდან. ტექნიკური სამსახური ცდილობს მაუწყებლობის და სამუშაო პროცესის აღდგენას. ქრონიკის მთავრი გამოშვება ეთერში დაბრუნდება პირველივე შესაძლებლობისთანავე’, – აცხადებს ჩიხლაძე.

განახლება 21:15 – სამივე ტელეკომპანიამ მაუწყებლობა განააახლა. “იმედის” საინფორმაციო სამსახურის ცნობით, მსგავსი მასშტაბის ხარვეზი ტელეკომპანიას არ ახსოვს.