ახალი ამბები

„ოცნების“ ოფისთან აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს

11 მარტი, 2021 •
„ოცნების“ ოფისთან აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს

თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციის დროს 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.

აქტივისტები პარტიის ოფისთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც სასამართლომ პროკურატურას TV „პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა. აქტივისტები „ოცნებასთან“ ბანერებით მივიდნენ, რომლებსაც ეწერა „ბერას პუდელი პრემიერი“.

მათ თან მიიტანეს სათამაშო პუდელიც, რა დროსაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. “ფორმულას” გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დააკავეს აქტივისტი ზვიად კუპრავაც.

ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ ოთხივე ადამიანი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გარეკანი ფოტო: სქრინი „ფორმულას“ ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი