ახალი ამბები

აბაშაში ქალი გააუპატიურეს, ბრალდებულს ეძებენ

11 მარტი, 2021 •
აბაშაში ქალი გააუპატიურეს, ბრალდებულს ეძებენ

აბაშის მუნიციპალიტეტში 55 წლის ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს ეძებენ. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დამნაშავის ვინაობა დადგენილია.

ნეტგაზეთს შსს-ში ასევე უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.

უწყება ასევე დასძენს, რომ სხვა დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრენ, თუმცა საგამოძებო სამუშაოები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი