ახალი ამბები

რეპერი ზაზა ნოზაძე ბერა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდას განმარტავს

7 მარტი, 2021 • 2283
რეპერი ზაზა ნოზაძე ბერა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდას განმარტავს

რეპერი ზაზა ნოზაძე მის მიერ ბერა ივანიშვილისადმი საჯაროდ მოხდილ ბოდიშსა და “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ჩანაწერს შორის, სადაც შესაძლოა, რომ მონაწილეობდნენ ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე, რაიმე კავშირს უარყოფს.

“როგორც იხილავდით კონკრეტული ადამიანები თუ ძალები ცდილობენ ჩემი „ბოდიში“ მიაწერონ ბოლო დროს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს, რაც არის სრული სიყალბე”, – აცხადებს რეპერი ზაზა ნოზაძე სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

“საბედნიეროდ, პირადად არ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლის მდგომარეობას ვიზიარებ მთელი გულით და ყველანაირად პროტესტს ვუცხადებ, იმ ჩანაწერებს, რაც მოვისმინეთ.

თუ ეს ეგ არის სინამდვილე – ეგ არის სრულიად ამაზრზენი და დასაგმობი ფაქტები და მჯერა შესაბამისად დაიგმობა კიდეც! ვიდექი და ვიდგები, ყოველთვის იმ მხარეს სადაც ხალხია რომელიც, არავის პატიობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, თუმცა, ეს არავის აძლევს უფლებას ჩემი ცხოვრების პირადი ცხოვრებაში იქექიალოს და საზოგადოებას ისე მიაწოდოს ჩემზე ცნობა, როგორც მას აწყობს, რომ ამით კიდევ უფრო გაამყაროს მტკიცებულება.

არანაირი არაფერი ისეთი ყოფილა რასაც შეიძლება ამ ჩანაწერთან კავშირი ქონდეს და მერე უკვე თქვენს გამოგონილ ზღაპრებთან”, – ვკითხულობთ ნოზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო გარეკანზე: ბერა ივანიშვილი და ზაზა ნოზაძე


“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი