10 678 ტესტით COVID-19-ის 133 შემთხვევა გამოვლინდა – 4 მარტი

4 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსის 10 678 ტესტი ჩატარდა,  აქედან 5 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 222 – PCR ტესტით. მათგან დაავადება  133 ადამიანს დაუდასტურდა.  შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 1.25% შეადგინა.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 553 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 212, საიდანაც 1 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

4 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში მძიმეა 249 პაციენტის მდგომაროება, მათ შორის, თბილისში – 106, აჭარაში – 23, იმერეთში – 64.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 87 ადამიანი იმყოფება, მათგან თბილისში – 61, აჭარაში- 2, იმერეთში – 10.