ახალი ამბები

სუდანში კატა პილოტს კაბინაში თავს დაესხა, თვითმფრინავი ავარიულად დასვეს — მედია

3 მარტი, 2021 • 668
სუდანში კატა პილოტს კაბინაში თავს დაესხა, თვითმფრინავი ავარიულად დასვეს — მედია

სუდანური მედიის ინფორმაციით, კომპანია Tarco-ს კუთვნილი თვითმფრინავი ხარტუმის აეროპორში მას შემდეგ დაეშვა ავარიულად, რაც პილოტს კაბინაში კატა დაესხა თავს.

გამოცემა “ალ-სუდანი” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა, ბოინგი 737 კი დოჰაში მიფრინავდა. აფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ, პილოტის კაბინაში კატა გამოჩნდა, რომელიც პილოტს თავს დაესხა.

ამავე გამოცემის თანახმად, თვითმფრინავი გაფრენამდე ერთი დღის განმავლობაში იდგა ანგარში. ვარაუდობენ, რომ კატა თვითმფრინავში გაწმენდითი სამუშაოების დროს შეძვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი