ALDE-ს პრეზიდენტი მელიას გათავისუფლების და ახალი არჩევნების მოწოდებით გამოდის

“ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” (ALDE) პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი მიესალმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ძალისხმევას საქართველოში პოლიტიკურ კრიზისში მედიაციასთან დაკავშირებით.

“მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ დიალოგი და იმუშაონ ერთად ახალი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მიმართულებით.  ასევე, დაჟინებით მოვუწოდებთ ნიკა მელიას და მისი კოლეგების გათავისუფლებისკენ”, – წერს ჰანს ვან ბაალენი.

?? I welcome @eucopresident Michel’s efforts to mediate the political crisis in #Georgia. We encourage parties to maintain dialogue and work together towards new free, fair, and transparent elections. We also urge the immediate release of Nika Melia and his colleagues. @ALDEParty https://t.co/5NnTdn0rLr

— Hans van Baalen (@hansvanbaalen) March 2, 2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საქართველოში ვიზიტის დროს, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შუამავლობის მზადყოფნა გამოთქვა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა.

მიშელი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები შედეგებს უახლოეს პერიოდში გამოიღებს