ახალი ამბები

გარწმუნებთ, უახლოეს მომავალში გექნებათ წვდომა ვაქცინებზე – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

1 მარტი, 2021 • 511
გარწმუნებთ, უახლოეს მომავალში გექნებათ წვდომა ვაქცინებზე – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ექნება წვდომა ვაქცინებზე.

„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას. პანდემიის პერიოდში ევროკავშირი და ჩვენი გუნდი მხარს უჭერს საქართველოს 1.5 მლრდ ევროს პაკეტში, იმისთვის, რომ მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური საკითხების დაძლევა.

ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, რათა თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე და მე პირადად გარწმუნებთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ექნება ვაქცინებზე წვდომა“, – თქვა მან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა შეხვედრას მართავს – მათ შორის შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, ასევე, არჩილ თალაკვაძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. მან ასევე მოინახულა საოკუპაციო ხაზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი