ახალი ამბები

პარლამენტი კომიტეტმა GNCC-ის წევრობის ორ კანდიდატს დაუჭირა მხარი

1 მარტი, 2021 • 679
პარლამენტი კომიტეტმა GNCC-ის წევრობის ორ კანდიდატს დაუჭირა მხარი

პარლამენტის დარგობირივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ორ კანდადატს დაუჭირა მხარი. კომიტეტის წევრებმა 9 ხმით ნათია კუკულაძეს, 8 ხმით კი ეკატერინე იმედაძეს დაუჭირეს მხარი.

პრეზიდენტმა პარლამენტს, ჯამში, 6 კანდიდატი წარუდგინა, რომელიც მთავრობამ შეარჩია და კანდატების სია პრეზიდენტს პარლამენტისთვის წარსადგენად გაეგზავნა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი