“მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ მარტო არ ხართ” — მიშელი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

როგორც შარლ მიშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ პირადად ეთქვა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ საკუთარი თვალით მენახა აქ არსებული სიტუაცია. აქ ვარ იმიტომ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმისთვის, რომ ადგილზე სტაბილური ვითარება შეინარჩუნონ. ჩვენ ვიცით, რომ ვითარება არის საკმაოდ კომპლექსური და რთული ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის”, — განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია