დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა

დღეს, 28 თებერვალს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა.

მიშელი საქართველოში ორ მარტამდე დარჩება და პირველ მარტს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს: საქართველოს პრეზიდენტენთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და საოკუპაციო ხაზს მოინახულებს.