ფეისბუკის მესენჯერი შეფერხებით მუშაობს

ფეისბუკის მესენჯერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს.

თბილისის დროით, დაახლოებით 19:00 საათიდან აპლიკაციით შეტყობინებების გაგზავნა აღარ არის შესაძლებელი.

კომპანიას ამ პრობლემაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.