მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

მთავრობის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწტყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. მათივე ცნობით, მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება  გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 24 თებერვალს, განაცხადა ტრანსპორტზე დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხვალიდან ასევე ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.