ახალი ამბები

8 მარტიდან რესტორნები შიდა სივრცეში მუშაობასაც შეძლებენ

24 თებერვალი, 2021 • 806
8 მარტიდან რესტორნები შიდა სივრცეში მუშაობასაც შეძლებენ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ ბათუმში პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში – 8 მარტიდან.

მისივე თქმით, ისინი შაბათ-კვირას მუშაობას ვერ შეძლებენ.

ამასთან, ღარიბაშვილი ამბობს, რომ რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება.

შეზღუდვების მოხსნის გრაფიკი [სრულად]

მასალების გადაბეჭდვის წესი