“ამ მოვლენებს დემოკრატია კრიზისში შეჰყავს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს” – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი დღეს, 23 თებერვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ტვიტერზე ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ პროცესებს დემოკრატია კრიზისში შეჰყავს, რაც მხოლოდ კრემლის ინტერესშია:

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს დემოკრატია კრიზისში შეჰყავს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს. ამ კონფლიქტს საქართველოში გამარჯვებული ვერ ეყოლება. სტრატეგიული პასუხისმგებლობის ნაკლებობა ორივე მხარეს უბიძგებს, ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალი. დროა, საქართველოს უკუსვლა დასრულდეს”, – ამბობს კუბილიუსი.

Events in #Georgia put democracy in crisis, which makes only Kremlin happy. There will be no Georgian winners of that conflict. Lack of strategic responsibility on both sides pushes Georgia towards doubts on its euroatlantic future. It’s time to stop backslide of Georgia.

— Andrius Kubilius (@KubiliusA) February 23, 2021

დღეს, 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დააკავეს. მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისში შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.