“ხელისუფლების დაუჯერებლად ბრიყვული ნაბიჯი” – კინზინგერი მელიას დაკავებაზე

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათამვჯდომარე ადამ კინზინგერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

ამერიკელი კონგრესმენი ბრიყვულ ნაბიჯს უწოდებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე შტურმით ნიკა მელიას დაკავებას და აცხადებს, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის დღეს სევდიანი დღეა:

“დაუჯერებლად ბრიყვული ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის მიმართ. სევდიანი დღეა საქართველოს დემოკრატიისთვის”, – აცხადებს კონგრესმენი.

Incredibly Dumb move by Georgian Government against a legitimate political party. Sad day for democracy in the Country of Georgia. https://t.co/O2ZzETp3Xm

— Adam Kinzinger (@RepKinzinger) February 23, 2021

დღეს, 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დააკავეს. მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისში შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.