ახალი ამბები |

ჯიბეებიდან რაღაცები ამოიღეს და ისროდნენ – ენმ-ის შტურმისას დაშავებული ქალი

23 თებერვალი, 2021 | | 759
ჯიბეებიდან რაღაცები ამოიღეს და ისროდნენ – ენმ-ის შტურმისას დაშავებული ქალი

მაკა მინდიაშვილი ერთ-ერთია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩატარებული საპოლიციო შტურმის დროს დაშავდა. ნეტგაზეთს ის უყვება, რომ დაზიანება თავის არეში მიიღო.

„მესამე სართულზე როდესაც ამოვიდნენ და კარები გაჭრეს, ჩვენ პირველ ხაზზე ვიდექით და ვცდილობთ, რომ არ შემოგვეშვა მამაკაცებთან ერთად ვიყავით.. წინააღმდეგობა გავუწიეთ საკმაოდ დიდი და რამდენიმე „რობოკოპს“ [სპეცრაზმელი]სახეზე ჩაფხუტიც კი გადავაძრეთ და ნიღაბი ჩამოვხსენით.

გვემუქრებოდნენ და უფრო გამწარდნენ ამაზე. რომ ვერაფერს გახდნენ, ამის შემდეგ ამოიღეს ცრემლსადენი გაზი, გაუშვეს, ჩვენ დავიშალეთ იმიტომ, რომ თვალები ძალიან დაგვეწვა და ამ დროს დავინახეთ, რომ ჯიბეებიდან რაღაცები ამოიღეს და ისროდნენ.

მე მივტრიალდი, რადგან მივხვდი, რომ ან თვალებში მომხვდებოდა, ან სახეში. მიტრიალების შემდეგ ვიგრძენი სითბო, ხელი რომ მოვკიდე, ვნახე, რომ ეს სისხლი იყო“ ,- იხსენებს ქალი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ენმ-ს ოფისის შტურმისას დაშავებული მაკა მინდიაშვილი. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

„ჩემს პირბადეზე საქართველო ხატია, ეს სიმბოლურია, ვინადაინ დღეს ჩვენ გვაქვს სისხლიანი საქართველო“ ,- დასძენს ის.


შსს-მ ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისის შტურმი დღეს, 23 თებერვლის დილას დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

შსს-ს ცნობით, ენმ-ის ოფისის შტურმისას 21 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ბარამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი