ახალი ამბები

დაუყოვნებლივ აღვკვეთთ ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტს – შსს

23 თებერვალი, 2021 • 520
დაუყოვნებლივ აღვკვეთთ ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რონ ენმ-ის ოფისთან პოლიციაა მობილიზებული, რომელიც ძალადობის მცდელობის ნებისმიერ ფაქტს დაუყონებლივ აღკვეთენ.

„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის – ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.

მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დილიდან პოლიციელები და მაშველები არიან მობილიზებული. ადგილზე ასევე მიიტანეს სპეციალური სახანძრო კიბე, რომლითაც პოლიციელები შენობის სახურავზე ადიან.


„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო”, – ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 18 თებერვალს მას შემდეგ გაავრცელა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობდა, რომ ვერ იტყოდა ზუსტად, თუ როდის დააკავებდნენ მელიას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებს, რომ პოლიციას მისი დაკავების საშუალებას არ მისცემს და ასევე იმასაც, რომ სურვილის შემთხვევაში ოფისს თავისუფლად ტოვებს.

ენმ-ს ოფისთან პოლიცია და მეხანძრეები მობილიზდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი