ახალი ამბები

მოვუწოდებ “ოცნებას”, განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან – ALDE-ს პრეზიდენტის ღია წერილი

22 თებერვალი, 2021 • 828
მოვუწოდებ “ოცნებას”, განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან – ALDE-ს პრეზიდენტის ღია წერილი

“ალდეს” პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს. წერილში ნათქვამია, რომ უკვე ყოფილი პრემიერის გადადგომა არჩევნების შემდგომი კრიზისის გამწვავებაზე მიუთითებს და ხელისუფლებას ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.

“გასულ პარასკევს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა არის ნათელი მაჩვენებელი იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდგომი კრიზისის გადაწყვეტა ახლა უფრო საჩქაროა, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. მომდევნო ნაბიჯი მოითხოვს ჩართვასა და ჩიხში არსებული სიტუაციის დასრულებას და არა სადამსჯელო სამართლებრივ ქმედებებს ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ.

მე ლიბერალი და საქართველოს მხარდამჭერი ვარ. როგორც “ლიბერალური ინტერნაციონალის” პრეზიდენტი და ასევე პრეზიდენტი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსისა ევროპულ პარტიაში, გარწმუნებთ, რომ ჩვენს კონტინეტს სჭირდება ძლიერ და უფრო დემოკრატიული საქართველო. საქართველო, სადაც განსხვავებული ხმა ისმის და პოლიტიკური უთანხმოებები პარლამენტში წყდება და არა სასამართლოს გზით ოპოზიციური ლიდერების თვითნებური დაპატიმრებით.

ახლა სიტუაციის დეესკალაციისა და დიალოგის დროა, რათა ურთიერთბრალდებები აღარ გაგრძელდეს. ევროპული საბჭოს ლიბერალი პრეზიდენტის, ჩალრზ მიშელის ვიზიტამდე, მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და ერთად იმუშაონ, რათა დაინიშნოს თარიღი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების”,-წერს ბაალენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი