ახალი ამბები

პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა

22 თებერვალი, 2021 • 522
პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა

პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა. 89 ხმით 2-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი 18 თებერვალს წარადგინა, რომელიც გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იყო. ღარიბაშვილმა მეორე დღეს წარადგინა მინისტრობის კანდიდატების სია, ორი ახალი სახით: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება ირაკლი ქარსელაძე, თავდაცვის მინისტრი კი – ჯუანშერ ბურჭულაძე. ღარიბაშვილი 2013-2015 წლებში, ერთხელ უკვე იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი