პარლამენტთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი აქტივისტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდაცავების კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, დაკავებულია “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წევრი ლაშა ელიაძე, რომელიც სხვა აქტივისტებთან ერთად პარლამენტის შესასლელთან რკინის დროებით კედელზე წარწერის “რუსეთი ოკუპანტია” გაკეთებას ცდილობდნენ.