დღეიდან თბილისში დამატებით 180 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს — მერია

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 22 თებერვლიდან 180 ერთეული მიკროავტობუსი ემატება. ახალ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა წინასწარ, მხოლოდ ბარათის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

მერიის ინფორმაციით, ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლების ფარგლებში სულ შეისყიდეს 300 ერთეული.

“აქედან 120 უკვე ხაზზეა გაშვებული, ორშაბათიდან კი თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს დამატებით 180 ერთეული მიკროავტობუსი შეემატება”, — აღნიშნულია პრესრელიზში.

22 თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები მგზავრებს შემდეგ მიმართულებებზე მოემსახურება:

მერიის ინფორმაციით, ყვითელ მიკროავტობუსებს პერიოდულად ჩაანაცვლებენ. ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება ფიქსირებული იქნება.