ახალი ამბები

სამუშაო მიგრაციაზე 3 ქვეყანასთან მოლაპარაკების რეჟიმში ვართ – ტიკარაძე

21 თებერვალი, 2021 • 2135
სამუშაო მიგრაციაზე 3 ქვეყანასთან მოლაპარაკების რეჟიმში ვართ – ტიკარაძე

შრომისა და ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ გერმანიის სქემის მსგავსად, სამუშაო მიგრაციაზე სულ მცირე 3 ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, მთავრობის მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში მოხსენებებით მივიდნენ. მათ შორის არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი ეკატერინე ტიკარაძე.

„შემდეგი ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენი მოლაპარაკების რეჟიმში ვართ – ეს არის საფრანგეთი, საბერძნეთი და ისრაელი.თუმცა, კვიპროსთანაც მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები. გერმანიის შემდეგ, ევროპის არაერთი ქვეყნიდან გვქონდა ინტერესი,“ – ამბობს ტიკარაძე, დეპუტატ ლადო კახაძეს კითხვაზე პასუხისას.

მისივე თქმით, გერმანიისთვისაც დასაქმების ეს სქემა პილოტურია, ვინაიდან, საქართველომდე წლების განმავლობაში, მსგავსი პროგრამა არ განუხორციელებია.

„დადებითი გამოხმარურება ჰპოვა…თუ ჩვენი მოქალაქეები შესაბამისად გაუმკლავდებიან იქ დაკისრებულ ვალდებულებებს, მე დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, მსურველთა რიცხვიც გაიზრდება,“ – დასძენს ის.

18-დან 60 წლამდე რომლებსაც ესაჭიროებათ ჰქონდეთ ჯანმრთელობის ცოდნა და გერმანულის ან ინგლისურის ბაზისუტი ცოდნა,


18 თებერვლის მონაცემებით, გერმანიაში დროებით დასაქმების მიზნით რეგისტრაცია უკვე 65 821 ადამიანმა გაიარა. ეს არის იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც შეავსეს აპლიკაცია „დროებითი დასაქმება გერმანიაში“.

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: 18-დან 60 წლამდე;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • ფიზიკურად ჯანმრთელი;
  • უნდა ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

უფრო ვრცლად საჭირო ნაბიჯებზე წაიკითხეთ:

პასუხები ლეგალური სამუშაოს სქემაზე გერმანიაში – ინტერვიუ

მასალების გადაბეჭდვის წესი