ახალი ამბები

კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვეს

21 თებერვალი, 2021 • 1579
კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარალემენტო ორდენით დააჯილდოვა.

ორდენი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გადასცა.

„პარლამენტის წევრს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს, საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილის და მისი ავტორობისთვის გადავცემ თავისუფლების საპარლამენტო ორდენს“, – თქვა ტალაკვაძემ ცერემონიისას.

დღეს საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის მე-100 წლისთავისთვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რა დროსაც, სიტყვით ირაკლი კობახიძეც გამოვიდა.

როგორც პარლამენტის პრესრელიზში წერია, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენთან ერთად“, ირაკლი კობახიძეს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ფულადი ჯილდოც გადაეცა, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი