პარლამენტთან აქტივისტები დააკავეს

დღეს 21 თებერვალს პარლამენტთან დაპირისპირების დროს 8 აქტივისტი დააკავეს.

მათ საკანონმდებლო ორგანოსთან კარვის გაშლა უნდოდათ, რისი საშუალებაც პოლიციამ მათ არ მისცა. როგორც მათი ნაწილი ჟურნალისტებთან ამბობს, კარვის გაშლა სიმბოლური პროტესტი იყო, ვინაიდან უშუალოდ პარლამენტში დღეს პირველი კონსტიტუციის მე-100 წლისთავისთვის მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა.

აქტივისტები პარლამენტთან პლაკატებით მივიდნენ, სადაც კონსტიტუციიდან ამონარიდები ეწერა – მათ შორის, მუხლი თავისუფალი შეკრების უფლების შესახებ.

ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

2 დღის წინ კარვის გაშლის დროს ასევე დააკავეს, სულ მცირე 10 აქტივისტი. მათაც პოლიცია დაუმორჩილებლობას ედავება.

ვრცლად:

პარლამენტთან აქციაზე მინიმუმ 10 ადამიანია დაკავებული