ახალი ამბები

კონსტიტუციით შევთანხმდით იდეებზე, რომლებიც ოჯახსა და ეკლესიას ეფუძნება – ღარიბაშვილი

21 თებერვალი, 2021 • 832
კონსტიტუციით შევთანხმდით იდეებზე, რომლებიც ოჯახსა და ეკლესიას ეფუძნება – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუცია ორ ძირითად იდეაზე – ოჯახზე და ეკლესიაზე დგას.

დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე, პირველი კონსტიტუციის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა.

თავის სიტყვაში მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება და ის ნეობოლშევიკურ რეჟიმს შეადარა.

მანვე თქვა, რომ 2016 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამართა კონსტიტუცია და შექმნა ევროპული სტანდარტების „ეროვნული კონსესუსის დოკუმენტი“. შემდეგ კი დასძინა:

„ჩვენ ქართველი ხალხი შევთანხმდით იმაზე, რომ აღარასდროს მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება მოქალაქეების ინტერესების დაკნინების ხარჯზე. ჩვენ ქართველი ხალხი შევთანხმდით, რომ ქვეყნის ძირითად კანონს ვეღარასდროს მოირგებს საკუთარ თავზე რომელიმე პოლიტიკური ძალა თუ მმართველი.

ამ კონსტიტუციით ჩვენ, ქართველი ხალხი შევთანხმდით ყველა იმ კულტურულ მარკერზე, იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას და თვითმყოფადობას მრავალფეროვან სამყაროში, და რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეებს – ოჯახსა და ეკლესიას ეფუძნება,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

2012 წელს დაწყებულმა მოძრაობამ გაგვათავისუფლა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან – ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი