ჩატარდა კორონავირუსის 9653 ტესტი, გამოვლინდა 258 შემთხვევა – 21 თებერვალი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 258 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 571 ადამიანი, ჩატარდა 9 653 ტესტი.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.5%,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი 258 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 257, საიდანაც: 1 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  735, აჭარაში – 192, იმერეთში – 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 344 პირი, მათ შორის, თბილისში – 117, აჭარაში – 39, იმერეთში – 114.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 96 პირი, მათგან თბილისში – 61, აჭარაში- 9, იმერეთში – 9. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 – თბილისში, 90 – აჭარაში, 14 – იმერეთში. 1 303 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 328 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 104, ხოლო აჭარაში – 100,“ – ნათქვამია ოფიციალურ სტატისტიკაში.

მთავრობის თქმიღვე, ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 9 524 ადამიანი.

საქართველოში სულ კორონავირუსის 268 355 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 261 637 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 3 435.