ახალი ამბები

ოფისიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ, — მელია

20 თებერვალი, 2021 • 845
ოფისიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ, — მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, პარტიის ოფისი უკვე დატოვა და უკანაც დაბრუნდა. ასე უპასუხა მან მედიის კითხვას, აპირებს თუ არა შენობის დატოვებას იმ პირობებში, როცა არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დაპატიმრების შესახებ.

“დიახაც, ვაღიარებ, რომ შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ. თუ სად ვიყავი გასული, ამის დამადასტურებელი ვიდეოც და ფოტო მასალაც მოგეწოდებათ.

სწორედ ამიტომაც არიან შეწუხებულები ხელისუფლებაში და ამოწმებენ საბარგულს თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც ტერიტორიას ტოვებს. ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები: ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე”, – თქვა მან.

19 თებერვალს მელიამ განაცხადა, რომ აპირებს, ოფისიდან გავიდეს და მიიღოს მონაწილეობა როგორც პოლიტიკურ, ისე სხვა აქტივობებში.

ბოლო რამდენიმე დღეა, ენმ-ის თავმჯდომარე პარტიის ოფისში იმყოფება. მის მსგავსად, 17 თებერვალს სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევდნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, რომლებიც ნიკა მელიასთან ერთად ოფისში რჩებოდნენ და გამოთქვამდნენ მზაობას, ფიზიკურად დაეცვათ ის.

თუმცა, 19 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიება გადადო.

თქვენი არჩევანია: საქართველო ან წავა ლიეტუვის გზით, ან ბელარუსის გზით — ლიეტუველი დეპუტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი