ახალი ამბები

“ოცნების” პოლიტსაბჭოს პარალელურად აქცია იმართება

18 თებერვალი, 2021 • 621
“ოცნების” პოლიტსაბჭოს პარალელურად აქცია იმართება
“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება, “მოძრაობა საქართველოსთვის” აქციას მართავს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნიკოლოზ ნარსიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, მათი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. ისინი ასევე მოუწოდებენ ქართული ოცნების წევრებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება “არ გაბედონ”.

დღეს, 18 თებერვალს, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ “ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ხვალ, 19 თებერვალს შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, თუმცა პოლიტისაბჭოს და უმრავლესობის სხდომა “ოცნების” ოფისში დღესვე დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი