ახალი ამბები

ოცნებას სურს, განაჩენი გამოუტანოს ქართულ დემოკრატიას – ელენე ხოშტარია

17 თებერვალი, 2021 • 504
ოცნებას სურს, განაჩენი გამოუტანოს ქართულ დემოკრატიას – ელენე ხოშტარია

“2019 წელს ჩვენ ვიხილეთ ქართული ოცნების თავხედობა, როდესაც მათ შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს მოსახლეობას, თუმცა მაშინვე ჩვენ ვიხილეთ ერთ მუშტად შეკრული საქართველო, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე არ დაისვამს თავზე გავრილოვს და ჩვენ ვიყავით ამაყი ერი ერთი წლის წინ.

დღეს ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ განაჩენი გამოუტანოს ქართულ დემოკრატიას, თავისუფლებასა და მომავალს. ზუსტად დღეს, ერთ მუშტად შეკრულები, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ამას არ ვემორჩილებით, სიმტკიცით, სიმშვიდით, პრინციპულობითა და ერთიანობით. პირობას ვაძლევ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, ეს უკანონობა ვერ იარსებებს, რადგან ხალხი განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომავალს და არა თქვენი [ქართული ოცნების] პარლამენტარები, პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციელები”, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ოფისში მყოფმა ელენე ხოშტარიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრობის” ლიდერ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — გირაოს — დამძიმებას და პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მელიას აღკვეთის ღონიძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილნი არიან პარტიის ლიდერები და მხარდაჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ “ფიზიკურად დაიცავენ ნიკა მელიას” და პოლიციას არ მისცემენ მისი დაკავების საშუალებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი