ახალი ამბები

დაღუპული 14 წლის გოგოს ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

17 თებერვალი, 2021 • 495
დაღუპული 14 წლის გოგოს ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ქობულეთში დაღუპული 14 წლის გოგოს ბაბუას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო სხდომა დისტანციურად დღეს გაიმართა.

კაცს პროკურატურამ გუშინ ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება – „არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე,“.

საქართველოს პროკურატურის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს ბაბუამ შვილიშვილზე იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. უწყება ამბობს, რომ კაცი მომხდარს აღიარებს.

კაცი პოლიციამ 15 თებერვალს დააკავა.

“ის შეურაცხყოფდა ოჯახის ღირსებას” ,– ამ ფრაზის წაკითხვა ორჯერ მოუწია დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს, როცა  საქმიდან ამოიკითხა, რას ედავებოდა პროკურატურა 76 წლის სულიკო ცეცხლაძეს. პროკურატურის დადგენილებაში ბრალის წარდგენის შესახებ ეს ფრაზაა მითითებული, რაც ბაბუამ უთხრა პოლიციელებს, როცა მან 14 წლის შვილიშვილის ცემა და მუქარა დაადასტურა.

ვრცლად წაიკითხეთ „ბათუმელების“ რეპორტაჟი სასამართლოდან.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/329117/

მასალების გადაბეჭდვის წესი